Monday, September 9, 2019

დატენვის სიჩქარე Nissan Leaf-ზე

ვისაც ელექტრო მანქანა გყავთ ალბათ უკითხავთ ან თუ არ გყავთ გაგჩენიათ ეს კითხვა:
რამდენ ხანში იტენება?, რამდენს გატარებს?, სად ტენი?, რატო იტებება ასე ნელა? ამდენი ხანი უნდა ელოდოო? და ა.შ......
ამ ყველა კითხვის პასუხია შემდეგი:
პირველ რიგში სად ტენით მანქანას – არსებობს ორი ძირითადი განსხვავება:


I - AC ნიშნავს ცვლად დენს რომელიც მოდის შტეფსელში და 3 ფაზიან ქსელში, ხოლო აკუმლიატორი მუშაობს მუდმივ დენზე DC, რის გამოც საჭიროა დენის გარდაქმნა, რასაც მანქანაში არსებული Charger-ი აკეტებს. 
შტეფსელში დასატენად დაგჭირდებად სატენი რომელიც მანქანას მოჰყვება როგორც წესი. დატენვის სიჩქარე დამოკიდებულია თუ რამდენი ვოლტი და ამპერი მოდის ქსელში, საშუალოდ 2,5KW- ია და უწოდებენ ნელ დამტენს ანუ L1-ს.


ხოლო თუ ქალაქის სატენზე ტენით 3 ფაზიანი დამტენია ხოლმე როგორც წესი. ასეთ დამტენს ნახევრად სწრაფს ანუ L2 -ს უწოდებენ.


მაგრამ Nissan Leaf-ს არ აქვს 3 ფაზის მხარდაჭერა და იტენება ნელა:
იაპონური ვარიანტი მხოლოდ 3,3 KW - ით
ამერიკული და ევროპული ვარიანტი ძველი ვერსია 3,3KW–ით, შედარებით ახალი გვხვდება 3,3KW და 6,6KW ხოლო სულ ახლებს მხოლოდ 6,6KW–ის მხარდაჭერა აქვს.
და აუცილებელია ესეთი კაბელი:

II - DC ნიშნავს მუდმივ დენს რა რეჟიმშიც აკუმლიატორი ინახავს დენს, დატენვის სიჩქარე ამ შემთხვევაშუ მაღალია რადგან გარე charger-ი წინასწარ გარდაქმნის დენს და პირდაპირ აწვდის აკუმლიატორს.
ასეთ დამტენს სწრაფი ანუ L3 ჰქვია.


უფრო ხშირად ასეთი დამტენები 50KW –იანია (მაგრამ გვხვდება უფრო დაბალი სიმძლავრისაც, თუმცა საქართველოში მხოლოდ 50KW –იანი გვხვდება და ეგეც მხოლოდ ავტობანზე და 1 დამტენი ბავშთა სახლთან რომელიც დაჩიპულია და ვერ დატენით).
ასევე არსებობს 100KW, 175KW, 350KW-იანებიც.
მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ 50KW –ით დაიტენება ყველა მანქანა.
დატენვის სიჩქარე დამოკიდებულია ბევრ ფაქტრორზე:
რამდენ პროცენტზეა იმ დროისთვის აკუმლიატორი დატენილი, და ტემპერატურაზეა, რამდენად დეგრედირებულია, და რომელი მანქანის რომელ მოდიფიკაციასთან გვაქვს საქმე.

დიაგრამის სურათის გასადიდიებლად ზედ მიაწკაპეთ.

Nissan Leaf-ის დატენვა სწრაფ დამტენზე ხდება Chademo სტანდარტით.
როგორც ზემოთ ხედავთ დიაგრამაზე 3 – ვე ვარიანტის აკუმლიატორია წარმოდგენილი 24 kWh, 30 kWh, 40 kWh.
62 kWh Leaf e+ ჯერ არ არის სტატისტიკაში
დატენვის სიჩქარე თანდათან იზრდება (რადგან ვოლდაჟი იზრდება) სანამ არ მიაღწევს გარკვეულ პროცენტულ ნიშნულს საიდანაც იწყებს ე. წ. Tapering-ს სიჩქარე თანდათან მცირდება.
ძველ მანქანებში დეგრედაციის გამო შეიძლება სიჩქარე ნაკლები იყოს

და მაინც რა სიჩქარით იტენება? ზოგს მაინც გაუჩდება კითხვა.
ავიღოთ საშუალოდ 40 kW სიჩქარე – 1 საათი უნდა რომ 40 kWh აკუმლიატორი შეავსოს მაგრამ 100% მდე არავინ ტენის სწრაფ დამტენზე რადგან ამას ძალიან დიდხანს უნდება ე.წ. Tapering–ის გამო.
აქედან შეგიძლიათ გამოთვალოთ (Nissan Leaf 1 kWh – ით საშუალოდ გადის 7 კმ–ს) რამდენ ხანში იტენება და რამდენს გაგატარებთ კონკრეტულ მომენტში
(დაიმახსოვრეთ აქ წარმოდგენილი აკუმლიატორები არის Gross capacity და არა net capacity რომელიც 24 kWh შემთხვევაში იქნება სადღაც 22 kWh დეგრედაციის გარეშე).

Sunday, August 4, 2019

Greenway-ს ქსელში უკვე 5 დამტენია


კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე!
Greenway-ის ქსელს კიდევ 3 ელექტრომობილის დამტენი დაემატა და თბილისში ჯამში ხუთ ადგილზე შეგიძლიათ ჩვენი მომსახურებით სარგებლობა.
პროექტი m2 და Greenway - გრინვეი - ისთან პარტნიორობით ხორციელდება.


იხილეთ დამტენების ადგილმდებარეობის ჩამონათვალი სრულად ⤵
✅ ბერი გაბრიელ სალოსის ქ. N175ა (http://bit.ly/32WDVIy )
✅ ფეიქართა ქუჩა, ქსნის ქუჩის მიმდ. (http://bit.ly/2YsM9bK)
✅ გლდანი, ხიზანიშვილის ქ. N 57 ( http://bit.ly/2Y7urez )
✅ დიღომში, ნოდარ ბოხუას N1 ( http://bit.ly/2YkJqx9
✅ დავით აღმაშენებლის ხეივანი N164 (http://bit.ly/2OiAj05 )


Saturday, August 3, 2019

EV sales in Georgia May 2019 ელექტრო მანქანების გაყიდვები (იმპორტი) საქართველოში

ელექტრო მანქანების და ფლაგინ ჰიბრიდების იმპორტი საქართველოში პირველადი რეგისტრაციის მიხედვით
მაისი 2019წ.


Nissan Leaf - 88 (YTD - 361)


Chevrolet Volt - 42 (YTD - 202)


Toyota Prius PHEV - 13 (YTD - 41)


BMW I3 - 2 (YTD - 14)


Tesla Model S - 2 (YTD - 8)


Mitsubishi I-MIEV - 2 (YTD - 7)


Fiat 500e - 2 (YTD - 4)


Hyundai Ioniq EV - 1 (YTD - 3)


Tesla Model X - 2 (YTD - 2)


Smart Fortwo ED - 1 (YTD - 2)


Mitsubishi Outlander PHEV - 0 (YTD - 1)


Ford Focus EV - 0 (YTD - 1)


Tesla Model 3 - 0 (YTD - 0)

შენიშვნა: სტატისტიკაში სრულად არ არის ასახული ფლაგინ ჰიბრიდები
(Prius plugin ან C-max, Fusion, Outlander საერთოდ არ არის ასახული), რადგან ქართულ კანონმდებლობაში არ არის განსხვავება Plug-in Hybrid-ს და Regular Non-plug-in Hybrid–ს შორის.

Tuesday, July 30, 2019

AIENERGY ელექტრომობილების 3000 დამტენი სადგურის დაამონტაჟებას გეგმავს


AIgroup-ში შემავალი კომპანია AIenergy წლის ბოლომდე საქართველოში ელექტრომობილების 300 სადგურს დაამონტაჟებს, მომდევნო წლებში კი მათი რაოდენობა 3 ათასამდე გაიზრდება. 

კომპანია AIcar, რომელიც ქუთაისში ელექტრომობილების წარმოებას იწყებს, პარალელურად ელექტრომობილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც მუშაობს. 

“ასევე არის AIpower, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ჯგუფისთვის. ეს არის მზის პანელებიდან ელექტროენერგიის წარმოება, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყარო. უკვე არსებულ სადგურებზე ჩვენ გამოვიმუშავებთ 5 მგვტ. ელექტროენერგიას წლის ბოლომდე და მომდევნო 5 წლის განმავლობაში 50 მგვტ-მდე გაიზრდება”,- აცხადებს AIcar-ის გენერალური დირექტორი გიორგი ხუროძე

ახალი დამტენები Greenway-ს ტექდათვალიერების ცენტრებში


ჩვენს ქსელს ახალი დამტენები დაემატა! ამჯერად, დამტენების ქსელის გაფართოვების პროექტში "m² უძრავი ქონება"-სთან ერთად, ჩვენ პარტნიორობას გვიწევს Greenway საქართველო! დღეს გთავაზობთ ინფორმაციას ორი ახალი ლოკაციის შესახებ. მისამართებია: Greenway ტექდათვალიერების ცენტრები, რომლებიც მდებარეობს თბილისში ნ. ბოხუას ქუჩის № 1-ში და დავით აღმაშენებლის ხეივნის #164-ში.



   More chargers in our network! We have recently been joined by a new partner – Greenway Georgia which, together with our general partner m2 Real Estate will help us in further development of our public charger network. You can find the new chargers in Tbilisi, at Greenway technical inspection centers located at #1 Bokhua Street and #164 David Agmashenebeli Alley.

კიდევ 1 ახალი სწრაფი CCS & Chademo დამტენი



E-Space-ს ქსელში უკვე 7 სწრაფი დამტენია❗️ J.S.C. WISSOL PETROLEUM GEORGIA-ს და E-Space-ს თანამშრომლობის შედეგად არგვეთაში კიდევ ერთი სწარფი დამტენი დამონტაჟდა. დამტენი ექსპლუატაციაში შევა 27 ივლისიდან!
შეგახსენებთ, რომ ყველა სწრაფი დამტენის გვერდით, ასევე დაგხვდებათ Level 2 ე.წ. "ქალაქის დამტენი". არგვეთაში, Level 2 დამტენმა გადაინაცვლა აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე არსებული "ვისოლის" ავტოგასამართი სადგურიდან.
მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორ კომპანიებს და ერთგულ მომხმარებლებს.


Friday, June 28, 2019

EV sales in Georgia April 2019 ელექტრო მანქანების გაყიდვები (იმპორტი) საქართველოში

ელექტრო მანქანების და ფლაგინ ჰიბრიდების იმპორტი საქართველოში პირველადი რეგისტრაციის მიხედვით
აპრილი 2019წ.


Nissan Leaf - 76 (YTD - 273)


Chevrolet Volt - 47 (YTD - 160)


Toyota Prius PHEV - 10 (YTD - 28)


BMW I3 - 1 (YTD - 12)


Tesla Model S - 1 (YTD - 6)


Mitsubishi I-MIEV - 1 (YTD - 5)


Fiat 500e - 1 (YTD - 2)


Smart Fortwo ED - 1 (YTD - 1)


Toyota Coms EV - 1 (YTD - 1)

შენიშვნა: სტატისტიკაში სრულად არ არის ასახული ფლაგინ ჰიბრიდები
(Prius plugin ან C-max, Fusion, Outlander საერთოდ არ არის ასახული), რადგან ქართულ კანონმდებლობაში არ არის განსხვავება Plug-in Hybrid-ს და Regular Non-plug-in Hybrid–ს შორის.

Monday, April 22, 2019

EV sales in Georgia March 2019 ელექტრო მანქანების გაყიდვები (იმპორტი) საქართველოში

ელექტრო მანქანების და ფლაგინ ჰიბრიდების იმპორტი საქართველოში პირველადი რეგისტრაციის მიხედვით
მარტი 2019წ.


Nissan Leaf - 70 (YTD - 197)


Chevrolet Volt - 53 (YTD - 113)


Toyota Prius PHEV - 13 (YTD - 18)


BMW I3 - 7 (YTD - 11)


Tesla Model S - 3 (YTD - 5)


Mitsubishi I-MIEV - 3 (YTD - 4)


Hyundai Ionic EV - 2 (YTD - 2)


Ford Focus EV - 1 (YTD - 1)


Fiat 500e - 1 (YTD - 1)

შენიშვნა: სტატისტიკაში სრულად არ არის ასახული ფლაგინ ჰიბრიდები
(Prius plugin ან C-max, Fusion, Outlander საერთოდ არ არის ასახული), რადგან ქართულ კანონმდებლობაში არ არის განსხვავება Plug-in Hybrid-ს და Regular Non-plug-in Hybrid–ს შორის.

Friday, April 12, 2019

EV sales in Georgia February 2019 ელექტრო მანქანების გაყიდვები (იმპორტი) საქართველოში

ელექტრო მანქანების და ფლაგინ ჰიბრიდების იმპორტი საქართველოში პირველადი რეგისტრაციის მიხედვით
თებერვალი 2019წ.


Nissan Leaf - 71 (YTD - 127)


Chevrolet Volt - 29 (YTD - 60)


Tesla Model S - 2 (YTD - 2)


BMW I3 - 2 (YTD - 4)


Mitsubishi i-miev - 1 (YTD - 1)


Toyota Prius plug in - 1 (YTD - 5)


Mitsubishi Outlander PHEV - 1 (YTD - 1)

შენიშვნა: სტატისტიკაში სრულად არ არის ასახული ფლაგინ ჰიბრიდები
(Prius plugin ან C-max, Fusion, Outlander საერთოდ არ არის ასახული), რადგან ქართულ კანონმდებლობაში არ არის განსხვავება Plug-in Hybrid-ს და Regular Non-plug-in Hybrid–ს შორის

Thursday, April 11, 2019

EV sales in Georgia january 2019 ელექტრო მანქანების გაყიდვები (იმპორტი) საქართველოში

ელექტრო მანქანების და ფლაგინ ჰიბრიდების იმპორტი საქართველოში პირველადი რეგისტრაციის მიხედვით
იანვარი 2019წ.


Nissan Leaf - 56


Chevrolet Volt - 31


Toyota Prius Plug-in (including Prime) - 4


BMW I3 - 2

შენიშვნა: სტატისტიკაში სრულად არ არის ასახული ფლაგინ ჰიბრიდები
(Prius plugin ან C-max, Fusion, Outlander საერთოდ არ არის ასახული), რადგან ქართულ კანონმდებლობაში არ არის განსხვავება Plug-in Hybrid-ს და Regular Non-plug-in Hybrid–ს შორის

Friday, March 22, 2019

უკვე 6 სწრაფი დამტენია CCS & Chademo E-space–ის ქსელში

E-space–ის ქსელს კიდევ 5 სწაფი დამტენი (CCS & Chademo)  დაემატა 
(1 უკვე იყო გახსნილი).

მათი მოძებნა შესაძლებელია რუკაზე




მათი გამოყენებისთბის დაგჭირდებათ E-space–ის აპლიკაცია.

აპლიკაციის გადმოწერა შეგიძლიათ აქ:

iOShttps://bit.ly/2Tj6XvE ან

Android https://bit.ly/2CrBHFn

დამტენები ავტორიზაციის რეჟიმზე გადადის

22 მარტიდან ეტაპობრივად e-space-ის დამტენები ავტორიზაციაზე გადადის,
დასატენად დაგჯირდებათ აპლიკაცია,
მაგრამ კვლავაც უფასო რჩებვა დატენვა (ჯერჯერობით).

აპლიკაციის გადმოწერა შეგიძლიათ აქ: iOShttps://bit.ly/2Tj6XvE ან Android https://bit.ly/2CrBHFn

ინსტრუქცია აპლიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებით:
1. გადმოიწერეთ და დარეგისტრირდით E-Space მობილურ აპლიკაციაში (გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია საბანკო ბარათის მითითება)
2. გაიარეთ ავტორიზაცია მობილურ აპლიკაციაში
3. შეაერთეთ დამტენი კაბელი მანქანის მხარეს
4. შეაერთეთ დამტენი კაბელი დამტენში (არ ეხება სწრაფ დამტენს, რადგან ინტეგრირებული კაბელი აქვს)
5. აპლიკაციის ქვედა მენიუდან აირჩიეთ დამტენის ჩართვის სასურველი მეთოდი: ა) ჩართეთ დამტენი კოდით; ბ) დამტენების რუკა ან გ) შეარჩიეთ დამტენი ობიექტის მიმდებარედ
6. სასურველი დამტენის არჩევისას ასევე გამოგიჩნდებათ მისი სტატუსი: „თავისუფალია“, „დაკავებულია“ ან „არ მუშაობს“
7. თუ დამტენი შეარჩიეთ რუკის მეშვეობით ან ობიექტის მიმდებარედ – მისი ჩართვა მობილურის ეკრანზე გამოტანილი ღილაკზე დაჭერით მოხდება. ხოლო თუ აირჩიეთ „დატენვა კოდით“ – მობილურ აპლიკაციაში შეიყვანეთ დამტენზე სტიკერის სახით დატანილი 4-ციფრიანი კოდი, დამტენის ჩასართავად.
8. სწრაფი დამტენის შემთხვევაში აირჩიეთ „დატენვა გამოერთებამდე“ ან „დატენვა თანხის მითითებით“
9. დატენვის მიმდინარეობისას მობილური აპლიკაციით შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ დატენვის პროცესში მოხმარებულ კილოვატებს.
10. დატენვის დასრულებისას დააჭირეთ ღილაკს „დატენვის დასრულება“, რომელიც გამოჩნდება თქვენი მობილურის ეკრანზე და გამოართეთ კაბელი.

Tuesday, March 12, 2019

Nissan Leaf -ის ექსპლუატაცია



ელექტრო მანქანის ექსპლუატაცია რეალურ ვითარებაში
(მაგალითი რეალური ცხოვრებიდან)

Sunday, March 3, 2019

ელექტრო მანქანების შედარება


ელექტრო მანქანების შედარება 
ელექტრო ენერგიის მოხმარების და გამავლობის (range) მიხედვით.
ტესტი ჩატარებულია ცნობილი youtube–ერის Bjørn Nyland-ის მიერ
რეალურ ნორვეგიულ ვითარებაში.

Wednesday, February 20, 2019

ელექტრო მანქანის დატენვა E-space ის ქალაქის სატენზე



ვიდეოში მოცემულია თუ რეალურად რა გელით ელექტრო მანქანის ყოლისას,
კონკრეტულად (Nissan Leaf) – ის შემთხვევაში თუ გადაწყვეტთ L2 სატენზე დატენვას
(უფრო დეტალურად)

Wednesday, February 13, 2019

ელექტრო მანქანის დატენვა ქალაქის სატენებზე

ვიდეოში ასახულია რეალური ვითარება თბილისში, 
ერთერთი ელექტრო მანქანის მფლობელის მიერ.


Tuesday, January 1, 2019

Global All-Time Top 5 (Until Oct. '18)


ყველა დროის საუკეტესო EV მანქანები გაყიდვების მხრივ
მსოფლიოში!

Pl
Model
Sales
1
Nissan Leaf
375.619
2
Tesla Model S
253.078
3
Mitsubishi Outlander PHEV
178.509
4
Chevrolet Volt
176.767
5
BYD Qin (PHEV & BEV)
173.232

* BAIC EC-Series - 150k;

* BMW i3 - 130k;

* Renault Zoe - 122k;

* VW e-Golf / Golf GTE - 111k;

* Chery eQ - 110k;

* Tesla Model X - 110k;

* Tesla Model 3 - 103k;

კიდევ 1 ახალი L2 დამტენი თბილისში



კიდევ ერთი დამტენი! თბილისი, SOCAR Georgia Petroleum-ის ავტოგასამართი სადგური სავაჭრო-საბითუმო ბაზა "ცეკავშირის" მიმდებარედ

ახალი L2 დამტენი ზესტაფონში



E-Space-ის ქსელს დაემატა ახალი დამტენი ზესტაფონში! მისამართი: სტაროსელსკის ქუჩა #15, SOCAR Georgia Petroleum ავტოგასამართი სადგური


Another public charger in E-Space network!
Zestaponi , #15 Staroselski street, Socar station