Monday, September 9, 2019

დატენვის სიჩქარე Nissan Leaf-ზე

ვისაც ელექტრო მანქანა გყავთ ალბათ უკითხავთ ან თუ არ გყავთ გაგჩენიათ ეს კითხვა:
რამდენ ხანში იტენება?, რამდენს გატარებს?, სად ტენი?, რატო იტებება ასე ნელა? ამდენი ხანი უნდა ელოდოო? და ა.შ......
ამ ყველა კითხვის პასუხია შემდეგი:
პირველ რიგში სად ტენით მანქანას – არსებობს ორი ძირითადი განსხვავება:


I - AC ნიშნავს ცვლად დენს რომელიც მოდის შტეფსელში და 3 ფაზიან ქსელში, ხოლო აკუმლიატორი მუშაობს მუდმივ დენზე DC, რის გამოც საჭიროა დენის გარდაქმნა, რასაც მანქანაში არსებული Charger-ი აკეტებს. 
შტეფსელში დასატენად დაგჭირდებად სატენი რომელიც მანქანას მოჰყვება როგორც წესი. დატენვის სიჩქარე დამოკიდებულია თუ რამდენი ვოლტი და ამპერი მოდის ქსელში, საშუალოდ 2,5KW- ია და უწოდებენ ნელ დამტენს ანუ L1-ს.


ხოლო თუ ქალაქის სატენზე ტენით 3 ფაზიანი დამტენია ხოლმე როგორც წესი. ასეთ დამტენს ნახევრად სწრაფს ანუ L2 -ს უწოდებენ.


მაგრამ Nissan Leaf-ს არ აქვს 3 ფაზის მხარდაჭერა და იტენება ნელა:
იაპონური ვარიანტი მხოლოდ 3,3 KW - ით
ამერიკული და ევროპული ვარიანტი ძველი ვერსია 3,3KW–ით, შედარებით ახალი გვხვდება 3,3KW და 6,6KW ხოლო სულ ახლებს მხოლოდ 6,6KW–ის მხარდაჭერა აქვს.
და აუცილებელია ესეთი კაბელი:

II - DC ნიშნავს მუდმივ დენს რა რეჟიმშიც აკუმლიატორი ინახავს დენს, დატენვის სიჩქარე ამ შემთხვევაშუ მაღალია რადგან გარე charger-ი წინასწარ გარდაქმნის დენს და პირდაპირ აწვდის აკუმლიატორს.
ასეთ დამტენს სწრაფი ანუ L3 ჰქვია.


უფრო ხშირად ასეთი დამტენები 50KW –იანია (მაგრამ გვხვდება უფრო დაბალი სიმძლავრისაც, თუმცა საქართველოში მხოლოდ 50KW –იანი გვხვდება და ეგეც მხოლოდ ავტობანზე და 1 დამტენი ბავშთა სახლთან რომელიც დაჩიპულია და ვერ დატენით).
ასევე არსებობს 100KW, 175KW, 350KW-იანებიც.
მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ 50KW –ით დაიტენება ყველა მანქანა.
დატენვის სიჩქარე დამოკიდებულია ბევრ ფაქტრორზე:
რამდენ პროცენტზეა იმ დროისთვის აკუმლიატორი დატენილი, და ტემპერატურაზეა, რამდენად დეგრედირებულია, და რომელი მანქანის რომელ მოდიფიკაციასთან გვაქვს საქმე.

დიაგრამის სურათის გასადიდიებლად ზედ მიაწკაპეთ.

Nissan Leaf-ის დატენვა სწრაფ დამტენზე ხდება Chademo სტანდარტით.
როგორც ზემოთ ხედავთ დიაგრამაზე 3 – ვე ვარიანტის აკუმლიატორია წარმოდგენილი 24 kWh, 30 kWh, 40 kWh.
62 kWh Leaf e+ ჯერ არ არის სტატისტიკაში
დატენვის სიჩქარე თანდათან იზრდება (რადგან ვოლდაჟი იზრდება) სანამ არ მიაღწევს გარკვეულ პროცენტულ ნიშნულს საიდანაც იწყებს ე. წ. Tapering-ს სიჩქარე თანდათან მცირდება.
ძველ მანქანებში დეგრედაციის გამო შეიძლება სიჩქარე ნაკლები იყოს

და მაინც რა სიჩქარით იტენება? ზოგს მაინც გაუჩდება კითხვა.
ავიღოთ საშუალოდ 40 kW სიჩქარე – 1 საათი უნდა რომ 40 kWh აკუმლიატორი შეავსოს მაგრამ 100% მდე არავინ ტენის სწრაფ დამტენზე რადგან ამას ძალიან დიდხანს უნდება ე.წ. Tapering–ის გამო.
აქედან შეგიძლიათ გამოთვალოთ (Nissan Leaf 1 kWh – ით საშუალოდ გადის 7 კმ–ს) რამდენ ხანში იტენება და რამდენს გაგატარებთ კონკრეტულ მომენტში
(დაიმახსოვრეთ აქ წარმოდგენილი აკუმლიატორები არის Gross capacity და არა net capacity რომელიც 24 kWh შემთხვევაში იქნება სადღაც 22 kWh დეგრედაციის გარეშე).

1 comment:

  1. I'm always grateful for your Georgia xEV statistics.
    If you have a chance, I would like to see the Georgia 2019 yearly xEV sales.
    Thank you!

    ReplyDelete