Tuesday, July 30, 2019

AIENERGY ელექტრომობილების 3000 დამტენი სადგურის დაამონტაჟებას გეგმავს


AIgroup-ში შემავალი კომპანია AIenergy წლის ბოლომდე საქართველოში ელექტრომობილების 300 სადგურს დაამონტაჟებს, მომდევნო წლებში კი მათი რაოდენობა 3 ათასამდე გაიზრდება. 

კომპანია AIcar, რომელიც ქუთაისში ელექტრომობილების წარმოებას იწყებს, პარალელურად ელექტრომობილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც მუშაობს. 

“ასევე არის AIpower, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ჯგუფისთვის. ეს არის მზის პანელებიდან ელექტროენერგიის წარმოება, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყარო. უკვე არსებულ სადგურებზე ჩვენ გამოვიმუშავებთ 5 მგვტ. ელექტროენერგიას წლის ბოლომდე და მომდევნო 5 წლის განმავლობაში 50 მგვტ-მდე გაიზრდება”,- აცხადებს AIcar-ის გენერალური დირექტორი გიორგი ხუროძე

ახალი დამტენები Greenway-ს ტექდათვალიერების ცენტრებში


ჩვენს ქსელს ახალი დამტენები დაემატა! ამჯერად, დამტენების ქსელის გაფართოვების პროექტში "m² უძრავი ქონება"-სთან ერთად, ჩვენ პარტნიორობას გვიწევს Greenway საქართველო! დღეს გთავაზობთ ინფორმაციას ორი ახალი ლოკაციის შესახებ. მისამართებია: Greenway ტექდათვალიერების ცენტრები, რომლებიც მდებარეობს თბილისში ნ. ბოხუას ქუჩის № 1-ში და დავით აღმაშენებლის ხეივნის #164-ში.



   More chargers in our network! We have recently been joined by a new partner – Greenway Georgia which, together with our general partner m2 Real Estate will help us in further development of our public charger network. You can find the new chargers in Tbilisi, at Greenway technical inspection centers located at #1 Bokhua Street and #164 David Agmashenebeli Alley.

კიდევ 1 ახალი სწრაფი CCS & Chademo დამტენი



E-Space-ს ქსელში უკვე 7 სწრაფი დამტენია❗️ J.S.C. WISSOL PETROLEUM GEORGIA-ს და E-Space-ს თანამშრომლობის შედეგად არგვეთაში კიდევ ერთი სწარფი დამტენი დამონტაჟდა. დამტენი ექსპლუატაციაში შევა 27 ივლისიდან!
შეგახსენებთ, რომ ყველა სწრაფი დამტენის გვერდით, ასევე დაგხვდებათ Level 2 ე.წ. "ქალაქის დამტენი". არგვეთაში, Level 2 დამტენმა გადაინაცვლა აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე არსებული "ვისოლის" ავტოგასამართი სადგურიდან.
მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორ კომპანიებს და ერთგულ მომხმარებლებს.