Wednesday, November 16, 2016

ესეც ელექტრო მანქანები, 
რომლებიც ხელმისაწვდომია ამერიკის ბაზარზე,
ან უახლოეს მომავალში
იქნება ხელმისაწვდომი

















 

Saturday, November 5, 2016


თბილისში ელექტრომობილების დამტენი ორი სადგური დღეიდან ამოქმედდა



თბილისში, ევროპის მოედანსა და კუს ტბის ასახვევთან ელექტრომობილების დამტენი პირველი სადგურები გაიხსნა.
დასამუხტი სადგურების თბილისში განთავსების პროექტი კომპანია “E–Space”-ის ინიციატივითა და თბილისის მერიის  მხარდაჭერით განხორციელდა.
ევროპის მოედანზე ელექტრომობილების დასამუხტი სადგური თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და  “E –Space” -ის წარმომადგენლებმა გახსნეს.
ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიამ, ენერგოეფექტური პროექტების განხორციელების წახალისებისთვის, ელექტრომობილების დასამუხტი სადგურების განთავსებისთვის ევროპის მოედანსა და კუს ტბის ასახვევთან ტერიტორია კომპანია “E –Space”-სს უსასყიდლოდ გადასცა.
მისივე თქმით, თბილისის მერია დასამუხტი სადგურებისთვის დენის მიწოდების  ხარჯებს საკუთარ თავზე აიღებს.
მერიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით,  ამ დროისთვის სულ 50-მდე ელექტრომობილი მოძრაობს. საქართველო იმ ქვეყნების სიაში შედის, სადაც ელექტრომობილების იმპორტი გადასახადებისგან თავისუფალია. 2017 წლის ბოლომდე საქართველოში ელექტრომობილების დამტენი სადგურების რაოდენობის გაზრდა 100-მდე იგეგმება. ეტაპობრივად, სადგურები ავტობანებსა და რამდენიმე რეგიონშიც განთავსდება.