Friday, March 22, 2019

უკვე 6 სწრაფი დამტენია CCS & Chademo E-space–ის ქსელში

E-space–ის ქსელს კიდევ 5 სწაფი დამტენი (CCS & Chademo)  დაემატა 
(1 უკვე იყო გახსნილი).

მათი მოძებნა შესაძლებელია რუკაზე




მათი გამოყენებისთბის დაგჭირდებათ E-space–ის აპლიკაცია.

აპლიკაციის გადმოწერა შეგიძლიათ აქ:

iOShttps://bit.ly/2Tj6XvE ან

Android https://bit.ly/2CrBHFn

დამტენები ავტორიზაციის რეჟიმზე გადადის

22 მარტიდან ეტაპობრივად e-space-ის დამტენები ავტორიზაციაზე გადადის,
დასატენად დაგჯირდებათ აპლიკაცია,
მაგრამ კვლავაც უფასო რჩებვა დატენვა (ჯერჯერობით).

აპლიკაციის გადმოწერა შეგიძლიათ აქ: iOShttps://bit.ly/2Tj6XvE ან Android https://bit.ly/2CrBHFn

ინსტრუქცია აპლიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებით:
1. გადმოიწერეთ და დარეგისტრირდით E-Space მობილურ აპლიკაციაში (გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია საბანკო ბარათის მითითება)
2. გაიარეთ ავტორიზაცია მობილურ აპლიკაციაში
3. შეაერთეთ დამტენი კაბელი მანქანის მხარეს
4. შეაერთეთ დამტენი კაბელი დამტენში (არ ეხება სწრაფ დამტენს, რადგან ინტეგრირებული კაბელი აქვს)
5. აპლიკაციის ქვედა მენიუდან აირჩიეთ დამტენის ჩართვის სასურველი მეთოდი: ა) ჩართეთ დამტენი კოდით; ბ) დამტენების რუკა ან გ) შეარჩიეთ დამტენი ობიექტის მიმდებარედ
6. სასურველი დამტენის არჩევისას ასევე გამოგიჩნდებათ მისი სტატუსი: „თავისუფალია“, „დაკავებულია“ ან „არ მუშაობს“
7. თუ დამტენი შეარჩიეთ რუკის მეშვეობით ან ობიექტის მიმდებარედ – მისი ჩართვა მობილურის ეკრანზე გამოტანილი ღილაკზე დაჭერით მოხდება. ხოლო თუ აირჩიეთ „დატენვა კოდით“ – მობილურ აპლიკაციაში შეიყვანეთ დამტენზე სტიკერის სახით დატანილი 4-ციფრიანი კოდი, დამტენის ჩასართავად.
8. სწრაფი დამტენის შემთხვევაში აირჩიეთ „დატენვა გამოერთებამდე“ ან „დატენვა თანხის მითითებით“
9. დატენვის მიმდინარეობისას მობილური აპლიკაციით შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ დატენვის პროცესში მოხმარებულ კილოვატებს.
10. დატენვის დასრულებისას დააჭირეთ ღილაკს „დატენვის დასრულება“, რომელიც გამოჩნდება თქვენი მობილურის ეკრანზე და გამოართეთ კაბელი.

Tuesday, March 12, 2019

Nissan Leaf -ის ექსპლუატაცია



ელექტრო მანქანის ექსპლუატაცია რეალურ ვითარებაში
(მაგალითი რეალური ცხოვრებიდან)

Sunday, March 3, 2019

ელექტრო მანქანების შედარება


ელექტრო მანქანების შედარება 
ელექტრო ენერგიის მოხმარების და გამავლობის (range) მიხედვით.
ტესტი ჩატარებულია ცნობილი youtube–ერის Bjørn Nyland-ის მიერ
რეალურ ნორვეგიულ ვითარებაში.