Tuesday, July 30, 2019

AIENERGY ელექტრომობილების 3000 დამტენი სადგურის დაამონტაჟებას გეგმავს


AIgroup-ში შემავალი კომპანია AIenergy წლის ბოლომდე საქართველოში ელექტრომობილების 300 სადგურს დაამონტაჟებს, მომდევნო წლებში კი მათი რაოდენობა 3 ათასამდე გაიზრდება. 

კომპანია AIcar, რომელიც ქუთაისში ელექტრომობილების წარმოებას იწყებს, პარალელურად ელექტრომობილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც მუშაობს. 

“ასევე არის AIpower, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ჯგუფისთვის. ეს არის მზის პანელებიდან ელექტროენერგიის წარმოება, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყარო. უკვე არსებულ სადგურებზე ჩვენ გამოვიმუშავებთ 5 მგვტ. ელექტროენერგიას წლის ბოლომდე და მომდევნო 5 წლის განმავლობაში 50 მგვტ-მდე გაიზრდება”,- აცხადებს AIcar-ის გენერალური დირექტორი გიორგი ხუროძე

2 comments:

  1. salami. mobiluridan ver vregistrirdebi. dapiksirda xarvezi. ese wers. ra vkna?

    ReplyDelete
  2. ვერ ვრეგისტრირდები გამოგზავნილი კოდი შემყავდ შეცდომას მიწერს

    ReplyDelete