მიმდინარე წლის 30 ივნისის მონაცემებით საქართველოში 1169 ელეტრომანქანაა, მაშინ როდესაც 2017 წლის ბოლოს მათი რიცხვი სულ 834 იყო. ავტომობილების ძირითადი ნაწილი თბილისშია თავმოყრილი. მანქანების 95% მეორადი მოხმარებისაა.
რაც შეეხება, დამუხტვის ტრანზაქციები რაოდენობას: 2017 წელს შესრულდა 6,175 ტრანზაქცია; 2018 წლის პირველ ნახევარში კი - 9,168 ტრანზაქცია.
2017 წელს E-Space -ის ქსელში ელეტრქრომანქანებს დასამუხტად - 49,481 კილოვატსაათი ელექტროენერგია მიეწოდა, ხოლო 2018 წლის პირველ ნახევარში - 66,508 კილოვატსაათი.
,, E-Space -ის უახლოესი გეგმებია: ავტობანზე ხუთი სწრაფი დამტენის დამატება, დეველოპერებთან თანამშრომლობით საცხოვრებელ კორპუსებში მე-2 დონის დამტენების ინფასტრუქტურის მოწყობა, საჯარო დამტენების ქსელის გაფართოება და მომხმარებლის მიერ დასამუხტი სადგურების ქსელის გამოყენებისთვის აპლიკაციის დანერგვა“
No comments:
Post a Comment