დამტენი სადგურის გახსნა რადისონ ბლუ ივერიას პარკინგზე
თბილისში, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიას
მიმდებარე ტერიოტრიაზე, არსებულ ავტოსადგომზე განთავსდა ი-სპეის-ის რიგით
მესამე ელექტრო ავტომობილების დამტენი სადგური, რომელიც 2017 წლის ბოლომდე
სტუმრებს უფასოდ მოემსახურება. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ, ქალაქ
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე,რადისონ ბლუ ივერიას გენერალური
მენეჯერი Jordi Kuijt და ი-სპეის-ის აღმასრულებელი დირექტორი სულხან
გვალია. დამტენი განთავსდა ი-სპეის-ის და მ2-ის ერთობლივი კამპანიის "მეტი
ჟანგბადი ქალაქს" ფარგლებში.
No comments:
Post a Comment