EV ნიშნავს ელექტრო მანქანას. ასე რომ მე ამ ბლოგში მინდა ელექტრო მანქანის პოპულარიზაცია საქართველოში
Wednesday, May 3, 2017
დამტენი სადგური ყვარელში
და კიდევ ერთი სიახლე‼️
თუ მაისის დასევნებების გატარებას ქალაქგარეთ გეგმავთ ალბათ დაგაინტერესებთ, რომ E-space & Kvareli Eden თანამშრომლობის შედეგად სასტუმროს ტერიტორიაზე დამონტაჟდა ჩვენი დამტენი სადგური.
შეგახსენებთ, რომ თბილისიდან სასტუმრო „ყვარლის ედემამდე“ მანძილი 140 კილომეტრია, რაც შესაძლებელს ხდის ელექტრომობილით სტუმრობას. თბილისში დასაბრუნებლად კი სასტუმროშივე დამუხტავთ მანქანას!
Tuesday, May 2, 2017
კიდევ 2 დამტენი სადგური თბილისი ფარგლებს გარეთ გაიხსნა
ჩვენ ქსელს დაემატა კიდევ ორი დამტენი, SOCAR Georgia Petroleum-ის ბენზინგასამართ სადგურებზე: ქუთაისში (შ. პირველის ქ.) და ბათუმში (შ. ხიმშიაშვილის ქ.) , რომლებით სარგებლობაც უკვე დღეიდან შეგიძლიათ უფასოდ. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი ქსელი უკვე 16 დამტენს ითვლის, საქართველოს მასშტაბით
Subscribe to:
Posts (Atom)